суббота, 14 октября 2017 г.

დღე მეცხრე

გავიხსენეთ წინა დღის მასალა,კიდევ გადავხედეთ დავხვეწეთ ჩვენი სასწავლო პროექტები,მოვახდინეთ პროექტების პორტფოლიოების ჩვენება, შევაფასეთ ერთმანეთის ნაშრომები.

საერთო კურსი ჯამში იყო ძალიან საინტერესო. ვისწავლეთ უამრავი  რამ, რაც მანამდე არ ვიცოდით. ნათქვამია სწავლა სიბერემდეო, ჰოდა ვსწავლობ, ვცდილობ და ვნახოთ... ვფიქრობდი, რომ დირექტორად მუშაობის 10 წლის განმავლობაში ძალიან კარგად გავერკვიე საინფორმაციო ტექნოლოგიებში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ჯერ კიდევ აისბერგის წვერზე ვარ. ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ სვანისა და ინტერნეტის ანეკდოტისა არ იყოს, ინტერნეტში  აღარ დავიკარგები...ეს რათქმაუნდა ხუმრობით.


воскресенье, 8 октября 2017 г.

დღე მერვე


განვიხილეთ მოსწავლის ნაშრომების შეფასების რუბრიკები და ფასილიტაციის მასალების შექმნა



მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი







суббота, 7 октября 2017 г.

დღე მეშვიდე

გავიმეორეთ წინა დღის შესწავლილი მასალა, გადავხედეთ შეფასების გეგმას, განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებები, გავეცანით რესურსებს, განვიხილეთ შშმ, უცხოენოვანი და განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლეებთან მუშაობის თავისებურებანი, მიდგომრბი და მეთოდები

суббота, 30 сентября 2017 г.

დღე მეხუთე

ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, კომენტარები ბლოგზე, შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში.

воскресенье, 24 сентября 2017 г.

დღე მეოთხე

გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს,გადავედით ინტელის სასწავლო კურსის სახელმძღვანელოს მეორე მოდულის მე-3 აქტივობაზე. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი

воскресенье, 17 сентября 2017 г.

დღე მეორე.


ძალიან საინტერესო დღე იყო. ვიტყვი, რომ თუ გუშინ საათს ვუყურებდი, თუ როდის დამთავრდებოდა, დღეს ისე მოგვეპარა 2 საათი, რომ არც კი შემიმჩნევია. ძალიან საინტერესო სამუშაოები შევასრულეთ, კერძოდ ვისწავლეთ პროექტის გეგმის შაბლონის შედგენა, შევარჩიეთ თემა, შესაბამისი სტანდარტი, ყველაფერი ეს შევინახეთ ბლოგში.